It’s About Time: The Case for Parental Leave in Georgia

რას ვგულისხმობთ, როცა მამების დეკრეტული შვებულების მნიშვნელობაზე ვლაპარაკობთ? – შვილებთან მეტი დროის გატარებას, რაც დადებითად აისახება ბავშვის განვითარებაზე; – თანასწორ მშობლობას, რაც ასე სჭირდებათ ბავშვებს, თუმცა ხშირად უგულებელყოფილია გენდერული სტრეოტიპების გამო; – პარტნიორის მხარდაჭერას, რაც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალის ჯანმრთელობაზე, ზრდის ჰარმონიას წყვილის ურთიერთობაში და ხელს უწყობს პიროვნულ თუ კარიერულ წინსვლას. წყვილს შორის პასუხისმგებლობების თანაბრად გადანაწილება საშუალებას აძლევს ქალს, მეტი დრო დაუთმოს საკუთარ მისწრაფებებსა და ინტერესებს; 2019 წლის კვლევის, „კაცები, ქალები და გენდერული ურთიერთობები საქართველოში“ თანახმად, ქალების 67% და კაცების 65% უჭერს მხარს დეკრეტული შვებულების როგორც ქალებისთვის, ასევე კაცებისთვის მიცემას. გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი აქტიურად თანამშრომლობს მთავრობასთან და კერძო სექტორთან, რათა შეიმუშაოს ოჯახების მხარდამჭერი პოლიტიკა და ხელი შეუწყოს მშობლების თანაბარ ჩართულობას შვილების აღზრდაში. დავუჭიროთ მხარი თანაბარ და ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას ყველა მშობლისთვის. ვიდეო მომზადდა პროგრამის “ევროკავშირი გენდერული თანასწორობისთვის: ერთად გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ძალადობის დასაძლევად” ფარგლებში, რომელიც ერთობლივად ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და გაეროს მოსახლეობის ფონდის მიერ, ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია გაეროს მოსახლეობის ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს. ვიდეო: ფორსეტი

What do we mean when we talk about the importance of paternity leave? – Spending more time with children, which has a positive impact on the child’s development; – Equal parenting, which children need so much, but is often neglected due to gender stereotypes; – Partner support, which has a significant impact on a woman’s health, increases harmony in a couple’s relationship, and promotes personal or career advancement. Equal distribution of responsibilities between the couple allows a woman to devote more time to her own aspirations and interests; According to a 2019 survey, Men, Women and Gender Relations in Georgia, 67% of women and 65% of men support maternity leave for both women and men. The United Nations Population Fund (UNFPA) Georgia Country Office actively collaborates with the government, civil society and the private sector to develop policies that support families and promote equal involvement of parents in raising their children. Support equal and paid maternity leave for all parents. The video was prepared within the framework of the programme “EU 4 Gender Equality: Together Against Gender Stereotypes and Gender-Based Violence”, which is jointly implemented by UN Women and the United Nations Population Fund, with the support of the European Union. Its content is the sole responsibility of the United Nations Population Fund and may not necessarily reflect the views of the European Union. Video: ForSet